Billionaires Index-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანმა 24 თებერვალს საერთო ჯამში 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. საფონდო ბაზრების დაცემის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის საშიშროებაა.
Bloomberg-ის ცნობით, ეს ყველაზე მდიდარი ადამიანების კეთილდღეობის ყველაზე მასშტაბური ვარდნაა 2016 წლის შემდეგ.
ყველაზე დიდი დანაკარგი Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, ბრენდ LVMH-ის კორპორაციის მფლობელმა ბერნარ არნომ განიცადეს. ორივემ 4,8 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსისგან დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა. 25 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირებულთა რიცხვი 80 ათასზე მეტია. დაღუპულია 2 700 ადამიანი.
კომენტარები