ფოტოგრაფი არჩილ ქიქოძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე:
„ამ ბიჭს მზიურში დაყავდა ძაღლი. ერთხელ მოვიდა და ჩემ ფოტოაპარატზე და ობიექტივზე მკითხა. ტვ პირველის ოპერატორი ვარო და ხომ წარმოგიდგენია, რა ცხოვრება მაქვსო. ნერვები აღარ მაქვსო და აპარატი მინდა ვიყიდო ჩემთვის რომ გული გადავაყოლო რამესო. მერე ეტყობა იყიდა და შორიდან დამანახა. ავუწიე ცერა თითი, სულ ეს იყო ჩვენი ნაცნობობა. თითქმის ყოველდღე კი ვხედავდი. დარბევის წინა დღეს ერთ ჩემ მეგობარ გოგოს ეუბნებოდა, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღისო. იმან დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებოაო…იყო ახალგაზრდა კაცი და აღარ არის.“
კომენტარები