მწერალი ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თუთუნს ვყიდულობ მიწისქვეშა მაღაზიაში და გაეძრო ჩინელი თუ მონღოლი გოგო (მაგარ ტანზე), მიაჭრა გამყიდველთან და რაღაცას ეკითხება რუსულად. გამყიდველი დახლს მოშორდა, სადღაც შევიდა და იქიდან ყვირის ქართულად – გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები. რა უნდა, რას ბაზრობსო ესა – გოგო კითხულობს და რუსულად ვუხსნი – მეთქი ტუალეტში შევიდა და მოვა. ცოტა ხანში გამყიდველი ყვირის ისევ – წავიდა თუ მანდ არის კიდე? მეთქი წავიდა. კორონა-შმორონა მინდა ახლა, სამი შვილი მყავს – თქვა მოფარებულიდან გამყიდველმა და გამოვიდა დახლში, დახვდა ჩინელი, ეგრევე ისევ სადღაც შევარდა და იქიდან მეჩხუბება – რას მიშვები ბაქანიძე, გურული მაინც არ იყო ბიჭო (ეგეც გურულია). ეხლა სად წავიდა – ჩინელი მეკითხება და ერთი სული მქონდა მეპასუხა – ფაღარათი აქვს და ეგრე დარბის მთელი დღე-მეთქი, მაგრამ გამახსენდა რო ოცი ლარის თუთუნი მმართებს იქა და ვეუბნები – მითხარი რისი ყიდვა გინდა და მე მოგაწვდი. ვიტრინაში რო დევს, აგერ ის მარიხუანის საწევი ჩიბუხი მინდაო – ჩინელმა და -ჰეჰე, ჰეჰეჰე, ჰეჰეჰეჰეჰე,- ეშმაკურად ჩავიხითხითე გოიმი ბერიკაცივით, სათუთად გადმოვუღე ჩიბუხი და მივეცი. ამანაც გადაიხადა და წავიდა თავის გზაზე. რა მინდაო? გამყიდველი იხედება მოფარებულიდან და მეთქი – ჩინური პლანი ჰქონდა ბიჯო მაგას. რო დარბიხარ აქეთ-იქით რწმენაში ეჭვშეპარული იაღოველივით”
კომენტარები