ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ გადაცემა კომენტარში, თქვა
“ამ ორ დასაქოქ რობოტს [ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს] მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელსაც როგორც იქნა აუტოკდა ნერვი, ეგ თმები გადაიწიე თვალებიდან და ნახე, რომ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი დგას ქვეყანაში. ეგ პოლიტიკური კრიზისი დააყენეთ თქვენ ამ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ და საერთოდ 20 ივნისის შემდეგ. როგორც შენ ამბობდი, რომ არ გადადგებოდი 20 ივნისს და მეორე დღეს გაგიშვით მაგ თანამდებობიდან, ზუსტად ასევე მოუწევს ღარიბაშვილს წასვლა, რომელიც დღეს ვითომ კონტრშეტევაზე გადმოვიდა და უარესი განცხადებები გააკეთა.
ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც პირდაპირი ბრძანება გასცა და ამას მოჰყვა შედეგი. ეს შედეგია ის, რომ გუშინ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა.”
კომენტარები