ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ასათიანი:
“გამოვთქვამ ჩემს მწუხარებას ახალგაზრდა ადამიანის, ტვ1-ის ოპერატორის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
აგრესიამ, ძალადობამ და ერთმანეთის შეუწყნარებლობამ სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ გამოწვევის ადეკვატური პასუხი იქნება:
1. ყველა სამართლებრივი პროცესის (ექსპერტიზა, გამოძიება და ა.შ.) სუფთად, ღიად და სამართლიანად წარმართვა.
2. პასუხისმგებლობების ადეკვატურად გადანაწილება.
თუმცა, ადამიანის გარდაცვალების ფონზე ყველაფერი უფერულდება.
ღმერთო დაიფარე საქართველო !”
კომენტარები