რუსთაველის გამზირზე, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მივიდა და მედიასთან თქვა:
“ვუერთდები ამ აქციას, ბოლომდე ვიქნები. ახალგაზრდა კაცი, წარმოიდგინეთ, სცემეს და მოკლეს. რომელი უნდა იყოს ადამიანი ამ ქვეყნის, არ მოვიდეს და არ დადგეს. ის უნამუსო იქნება ხო? ასეთი ახალგაზრდა. ისეთ სცენარებს დგამენ, რომელიც ჩემი შვილი რომ მოკლეს, თამარ ბაჩალიაშვილი. ზუსტად ისეთი სცენარი. ვითომ აფთიაქებში შევიდა, დადგმული, დამონტაჟებული რაღაცა… ზუსტად ის მანიაკები გამოდიან და იმას შვრებიან, არ სცხვენიათ იმდენად ნამუსგარეცხილები არიან. როდემდე უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდა გარეთ ვეღარ გადის. დროა ხალხი დადგეს ფეხზე და ბოლო მოეღოს ამ მანიაკებს მკვლელებს, ამოვიდა უკვე ყელში. ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს აქ”
კომენტარები