დეკანოზი ზაზა თევზაძე, რომელიც ამჟამად აქციაზე იმყოფება რუსთაველზე, ხალხს მიმართავს:
“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მოვალენი ხართ ეს მძიმე რეალობა შეცვალოთ, ამას ჩვენ მაგივრად არავინ გააკეთებს, ეს ჩვენი გასაკეთებელია, არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე.
ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენ ხალხზე აღმართული ხელი ისინი არიან ჩვენი თვალი და ყური, ჩვენი ფანჯარა… აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს, ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი გახდა აგრესიის მსხვერპლი…
მინდა, ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორც მოძღვარმა, როგორც ეკლესიის მასწავლებელმა, დღეს არის მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს დღე არის მოციქულების დღე…
მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის, კარგად გავიგოთ, კარგად გავიაზროთ, კარგად შევიმეცნოთ, სამყარო ასეთი არ ყოფილა, კანიბალიზმიდან, სხვა იდეალებს ვესწრაფით და ეს უნდა განხორციელდეს. არ უნდა დავიბნეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ, უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისაკენ.
ღმერთმა მადლი და სიკეთე არ მოგაკლოთ.
კომენტარები