ძარცვის მცდელობა და ფიზიკური შეურაცხყოფა – ნათაძის ქუჩაზე ორ ქალბატონს ადგილობრივი მცხოვრებლები ჯერ ფულს თხოვდნენ უარის შემდეგ კი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.დაზარალებულებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 112-ის ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინა.”ტვ მთავარის” ჟურნალისტები ესაუბრნენ დაზარალებულებს, მათი თქმით თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. დაზარალებულების თქმით პოლიციამ მომხდარზე რეაგირება არ მოახდინა.
“წიხლები ყველგან მირტყა, თმაში ხელი ჩამავლო… ვიდექით უბრალოდ, ჩვეულებრივად მანქანით ვიღაც მოვიდა ნარკომანი იყო, ფული გვთხოვა უთხარი, რომ არ მაქვს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ვუთხარი, რომ ამ უბნელი ვიყავი და პატრულს დავურეკავდი… მაგინა, მუშტი ჩამარტყა და ჩემი მეგობარი ახოხიალა. პოლიცია არ ვიცი რას აკეთებს, მშვიდად მეზობლურ დონეზე არკვევენ ამ ყველაფერს” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
კომენტარები