ლექsosთვის, ძალადობა უნდა დასრულდეს – ჟურნალისტების მდუმარე აქცია ბათუმში. მედიის წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მოძალადეების დასჯა მოითხოვეს.
მედიის წარმომადგენლები 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
“ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე:
“50-ზე მეტი ჟურნალისტია ნაცემი, მსგავსი არაფერი მახსოვს. მივმართავ ყველას, ნუ დაუშვებთ, რომ ჟურნალისტები გახდნენ დევნის საგანი. ეს მიიღებს შეუქცევად სახეს, ჩვენი პროფესიის გაქრობის ფონზე არავის მოუნდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. ძალიან საშიშია მსგავსი ტენდენციები, რაც ახლა ხდება. ნუ გვდევნით, ნუ გვცემთ და წინასწარ განაჩენს ნუ გამოგვიტანთ, როცა გარდავიცვლებით”
კომენტარები