ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი 5 და 6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებზე ძალადობა გაამართლა. ის ჟურნალისტებს ხელითაც შეეხო:
“თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ თქვენზე?! ნუ ატრიალებ ტექნიკურად, პი პი პი პი, ნუ ატრიალებთ გაიგეთ?! ხელით გეხები კი არა დავაპიპინე. […] მოძალადეები ხართ გეუბნებით, თქვენ ახალისებთ, თქვენი მიკროფონები ახალისებენ გარყვნილებას გაიგეთ?! თვითონ მოძალადეებო, გაჩერდით, გველს ბულბულს ნუ არქმევთ….
თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას თქვენ აძლევთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თითოეული უწევთ პროპაგანდას… თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა ეგ პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოვიდეს შეეხებით ხალხს, ხალხის სიმებს ეხებით და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე.
რატომ აკეთებთ ამას, რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობაზე ძალადობთ. თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ,”
კომენტარები