ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს. ინფორმaციას ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Businessinsider-ი ავრცელებს.
მინისტრის მოადგილე ირაი ხარირჩიმ განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაამარცხებს ვირუსს და მკურნალობა უკვე დაიწყო.
ირანში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მსხვერპლის რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები