„TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ეხმაურება.
ჯულიეტა ჭანტურია:
„5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ „ვაი პატრიოტებს“ რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში?
რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.
მეცოდება თქვენი შვილებიც…
ჩემ შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო“
კომენტარები