,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,რომელ ნარკოტიკზე გველაპარაკება “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ჯერ კანაფის წარმოების პროექტი შემოაგდეს პარლამენტში, კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო, მერე ნარკოტიკის პოპულარიზატორი “გირჩი” შეიტანეს იგივე ადგილზე- პარლამენტში! ფონიჭალა რომ არსებობს, ეს დღეს გაიგეს? ვინ მფარველობს ფონიჭალას, როგორ ჩნდება ამ უბანში ნარკოტიკული საშუალებები? ყველაფრისმკადრებელი ხელისუფლება გვყავს, სამწუხაროდ! და ვინც მას ყველაფერში ამართლებს, ის კიდევ უარესია. თაობები კვდება ნარკოტიკისგან ჩვენს თვალწინ, წალეკა ნარკოტიკმა სკოლა, ინსტიტუტები, ქუჩა, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიც, ავრცელეთ ახლა ფონიჭალას კადრები და ამასობაში იმ ბარიგამ კიდევ რამდენი ადამიანი გააუბედურა, ვინ იცის.
კომენტარები