აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება უნდა წარიმართოს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
შესაბამისი განცხადება მან ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მას საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ კითხვა დაუსვეს.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც მსოფლიოს გარშემო პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში. სანქციები ნამდვილად არის ერთ-ერთი მექანიზმი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ მივიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.
გვინდა ვნახოთ, რომ დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ მოწოდებას გამოიძიონ ეს საქმე და ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ სამართლის წინაშე“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.
კომენტარები