კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, რადგან ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეში 15-20 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო, მითუფრო იმ ფონზე, რომ ქვეყანაში „დელტა შტამია“ გავრცელებული.
“თუ ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის იმუნიზაციაზე, მოგვიწევს დავეთანხმოთ დასავლური გამოცემების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში „კოვიდის“ დასრულების პერიოდად 2023 წელს ასახელებენ, რაც უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს” –ამბობს ივანე ჩხაიძე.
კომენტარები