„ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ ურთულესი გარემოსდაცვითი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომლის შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს. ის აგრძელებს მუშაობას 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც ნახშიროჟანგის გაფრქვევის იმდენად დაბალი მაჩვენებელი ექნება, რომ გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.
ამ სტრატეგიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გარემოზე მოქმედი ყველა ფაქტორი (ელექტროენერგიის დამატებითი რესურსებისა და კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის ჩათვლით). სწორედ ამიტომ, ჰიბრიდული ტექნოლოგიების პიონერად ცნობილი „ტოიოტა“ მომხმარებელს ეტაპობრივად სთავაზობს იმ პროდუქტებს, რომელიც საუკეთესოდ მოერგება კონკრეტულ რეგიონსა და ინფრასტრუქურას და ამავდროულად, მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების შემცირებას. შესაბამისად, ელექტროჰიბრიდული მოდელები, ე.წ. ფლაგ-ინ ტექნოლოგია, ელექტრომობილები და წყალბადზე მომუშავე ავტომობილები ტოიოტას გლობალური გეგმის თანმიდევრული განხორციელების შემადგენელი ნაწილია.
რატომ აგრძელებს „ტოიოტა“ ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობას და ქმნის ახალი ტიპის ავტომობილებს, რა ფაქტორები განაპირობებს ტოიოტას ჰიბრიდების უპირატესობას და რამდენად უკავშირდება ეს პროცესი ავტომწარმოებლის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს – ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გარემოსდაცვითი მმართველი თინათინ მაკარიძე საუბრობს.
– ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მსოფლიოში. არც ტოიოტას ჰიბრიდული ბრენდების ასეთი წარმატებაა შემთხვევითი -„ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ 21-ე საუკუნეში პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. სწორედ ის იყო პიონერი ავტომწარმოებლებს შორის, რომელმაც 1997 წელს, სერიული ჰიბრიდული ავტომობილი გამოუშვა პრიუსის სახით. ტოიოტამ უდიდესი გამოცდილება დააგროვა ჰიბრიდული ტექნოლოგიების წარმოების მხრივ, რამაც საერთაშორისო ავტობაზარზე მისი კონკურენტული უპირატესობა განაპირობა. სერიული წარმოების ჰიბრიდული ტექნოლოგიების დახვეწისა და მუდმივი განვითარების მხრივ, ტოიოტა უსწრებს სხვა ავტომწარმოებლებს და მომხმარებელს ყოველთვის მძლავრ, საიმედო, ეკონომიურ, ყველგანმავალ პროდუქტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
რაც შეეხება საქართველოს, ჰიბრიდული სისტემები ჩვენშიც არანაკლებ პოპულარულია. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ამ კატეგორიის ავტომობილებზე და მეტწილად, ტოიოტას ბრენდზე. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მომხმარებელი არ იყო დარწმუნებული ჰიბრიდული ძრავის გამძლეობაში ან რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მუსირებდა აზრი, თითქოს ჰიბრიდი მხოლოდ ქალაქის პირობებში იქნებოდა კომფორტული. მაგრამ ტოიოტას ჰიბრიდებმა თავისი სიტყვა თქვა – ეს ავტომობილები ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, საიმედო და კომფორტულია ნებისმიერი ტიპისა და სირთულის საფარისთვის, გამოსადეგია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას.
ტოიოტას ჰიბრიდებს არ აქვს ხელშემშლელი ფაქტორები, რადგან მათ ჰიბრიდულ სისტემასა და ტრადიციული სისტემის ძრავას შორის ურთიერთკავშირი ტექნოლოგიურად იმდენად მაღალ დონეზეა აწყობილი, რომ მომხმარებელი ვერც კი ხვდება, როდის მოძრაობს მისი ავტომობილი ჰიბრიდული სისტემის ხარჯზე და როდის – ჩვეულებრივი ძრავის ხარჯზე.ეს დიდი კომფორტია და ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც ტოიოტას ჰიბრიდს მართავს, ამაში დაგვეთანხმება.
„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ არ კმაყოფილდება მიღწეული შედეგით, მუდმივად ანვითარებს ამ მიმართულებას. უფრო მეტად აფართოებს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომანქანების წარმოებას, იმდენად, რომ მომდევნო წლებში, ეტაპობრივად,მისი ყველა სამოდელო ხაზი ჰიბრიდული მოდელით შეივსება.
ტოიოტას ასეთი მიდგომა იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება ექნება – შეძლებს სასურველი მოდელის ჰიბრიდული ვერსია შეარჩიოს. რასაკვირველია, ყველა ჰიბრიდული მოდელი ეტაპობრივად საქართველოშიც შემოვა.
– რატომ მუშაობს ტოიოტა ასე მიზანმიმართულად ჰიბრიდული სისტემების გაუმჯობესებაზე, როგორც ჩანს, ეს კორპორაციისთვის მნიშვნელოვანი კონცეფციაა?
– „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომწარმოებელი. მას აქვს ამბიცია და ცდილობს საზოგადოებაში სოლიდური წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო საშუალებების შექმნის მხრივ, არამედ გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.
ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება და სერიული წარმოება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ტოიოტასთვის, რაც თანხვედრაშია მის ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან. ტოიოტა პირველი ავტო მწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა 6 ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევა. ეს გამოწვევები 2015-დან 2050 წლამდე ეტაპობრივად უნდა შესრულდეს.
ტოიოტას ხედვა ასეთია: იმისთვის, რომ მომხმარებლის დაცულობის ხარისხი მართლაც მაღალი იყოს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა ცხოვრობდეს. უსაფრთხო გარემო კი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მინიმიზაციასაც გულისხმობს. შესაბამისად, ტოიოტას გამოწვევა №1 – ეს ახალი ავტომობილია CO2-ის ნულოვანი ემისიით. კორპორაციის მიზანია, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, CO2-ის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის,გლობალურად 90%-ით შეამციროს. ამის განხორციელებას ტოიოტა ნახშიროჟანგის გაფრქვევის დაბალი მაჩვენებლის მქონე ავტომობილების წარმოებით, მათი გაყიდვების ზრდითა და ეკო-დრაივინგის მხარდაჭერით გეგმავს.
„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გამოწვევა №2 – CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვია ავტომობილის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ავტო მწარმოებლის მიზანია,სრულად აღმოფხვრას CO2-ის ემისია ავტომობილის მთლიანი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. ამ გამოწვევის განხორციელებას ტოიოტა საწვავის სანაცვლოდ, განახლებადი ენერგიებით აღჭურვილი სისტემების გამოყენებით გეგმავს.
შესაბამისად, ტოიოტას გამოწვევა №3 – წარმოების პროცესში CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაა. 2050 წლისთვის მან მიზნად დაისახა, მიაღწიოს ქარხნებიდან CO2-ის ნულოვან ემისიას, ამასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე ეკომეგობრულ წარმოებას დაუჭიროს მხარი.
გამოწვევა №4 წყლის რესურსების მინიმალური და ოპტიმალური მოხმარებაა. ტოიოტას მიზანი პლანეტის ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის მოხმარების მინიმიზაცია, ადგილობრივი გარემო-პირობების გათვალისწინებით,ჩამდინარე წყლების სწორი მართვა და რეციკლირებაა.
ტოიოტას არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა №5 – ეს გადამუშავებული რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბებაა. ავტოგიგანტი მიზნად ისახავს, გლობალურად შეუწყოს ხელი ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების გადამუშავების ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვას.
„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ 2050 წლისთვის შესასრულებელი ბოლო, გამოწვევა №6 – ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის საზოგადოების ჩამოყალიბებაა. ტოიოტას მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მთელს მსოფლიოში და ამით რეალობად აქციოს ადამიანის ოცნება ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების თაობაზე.
სწორედ ამიტომ, აღარ არის სადავო, რომ ტოიოტას სერიული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომელიც მუდმივად იხვეწება და სულ უფრო მეტად რევოლუციური ხდება, მთელს მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული. სასიხარულოა, რომ ჩვენი ადგილობრივი მომხმარებელიც სათანადოდ აფასებს იმ პრიორიტეტებს, რასაც ტოიოტა თავის ჰიბრიდებში ითვალისწინებს – საწვავის უაღრესად ეკონომიური ხარჯვა, ნახშირორჟანგის მინიმალური გამონაბოლქვი, სიმძლავრე, უსაფრთხოების დაცვის უახლესი სისტემები, ელეგანტურობა და კომფორტი. დარწმუნებული ვართ, ჩვენს მომხმარებელს ტოიოტა კიდევ არაერთხელ და სასიამოვნოდ გააოცებს.
კომენტარები