აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი:
“სამძიმარს ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე ტრაგიკულად შეიწირა ერთი სიცოცხლე.
ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას დაკავებული და მათ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.
სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა, რომლის ადგილი არაა დემოკრატიაში.
ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.
პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს..
ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას ყურადღებით.
გვინდა დავინახოთ, რომ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგებს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას – ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა”
კომენტარები