“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე:
“ევროკავშირი ხვალ განაახლებს იმ ქვეყნების სიას, რომელთაც შეუძლიათ შეზღუდვების გარეშე გადაადგილება ევროკავშირთან. მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ სიაში უკვე არიან.
ხვალ დაემატება უკრაინა.
საქართველოს რაც შეეხება: არათუ ამ სიაში არაა, ევროკავშირის განცხადებით მოსამართლეების დანიშვნის და ბოლო პერიოდში ქვეყანაში რაც ხდება, ამის გამო, განიხილავენ, მაკროფინანსური დახმარების მოცემა/არ-მოცემის საკითხს.
ჰო, მოლდოვაში ორი დღის წინ პრო-ევროპულმა მთავრობამ მოიგო არჩევნები. სომხეთშიც მშვენიერი არჩევნები ჩატარდა. ჩვენთან ქუჩებში ორკები დადიან და ჟურნალისტებს კლავენ. რავი, აბა. მე მგონი, ნათელია ყველაფერი.
კომენტარები