ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
“ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში IT სამსახურის დამატებითი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.”
ეს რიგით მერამდენე ბოდიშია, უკვე ვეღარ ვითვლით!
შეგახსენებთ, საიტის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია. რა თანხა დაჯდა ამ საიტის დამზადება – ამ დრომდე უცნობია. შესაბამისად, ვერ გეტყვით, პორტალი ფასის შესაბამისია, თუ არა.
კომენტარები