ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის, კორონავირუსი დაუდგინდა. BMG აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ირაჯ ხარირჩი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, სადაც ოფლად იღვრებოდა. ირანის მთავრობის ორივე წარმომადგენელი პრესკონფერენციაზე პირბადის და დამცავი ტანისამოსის გარეშე არიან წარმოდგენილნი.
მოგვიანებით, მინისტრის მოადგილე სახლიდან ვიდეო ჩართვას აკეთებს და არწმუნებს საზოგადოებას, რომ ირანი მალე დაამარცხებს კორონოვირუსს.
აი, რატომ არის მეტი საფრთხე მოსალოდნელი ირანიდან, რომელიც არ იცავს უსფართხოების მინიმალურ ზომებსაც კი.
თუმცა, პირბადე, ვერ დაიცავს ამ ვირუსისგან ადამიანს და წესით, სპეციალური მოწყობილობით უნდა გადაეყვანათ ბოქსირებულ პალატაში და არ გაეშვათ სახლში…
ცოტა ხნის წინ, იტალიის პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ საავადმყოფოებმა, არ დაიცვეს ნორმები, რამაც ვირუსის გავრცელება გამოიწვია იტალიაში.
ამჯერად იტალია უკვე მკაცრად გაწერილი წესებით მოქმედებს… რასაც ვერ ვიტყოდით ირანზე.
იმედია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იტალიიდან აიღებს მაგალითს და არა ირანიდან…
ალია
კომენტარები