ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ეკა კვესიტაძეს მიმართავს:
~ქალბატონო ეკა! {ეს გეხებათ არამხოლოდ თქვენ!} ~ როდესაც რესპოდენტს “თქვენობით” ესაუბრებით და “ბატონოთი” მიმართავთ {ვთქვათ, ეს კაცი არის ექიმი ვახტანგ კალოიანი}, მაშინ უნდა მიმართოთ ასე : ~”ბატონო ვახტანგ!” და არავითარ შემთხვევაში – “ბატონო ვახო!”; თუ ის თქვენთვის უბრალოდ და შინაურულად “ვახოა”, მაშინ სიტყვა “ბატონოს” ნუ “შეაწუხებთ”.
~თუ დამიჯერებთ თქვენცა და თქვენი სხვა კოლეგებიც, მეც მადლობელი დაგრჩებით და თქვენც უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით {უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს, წარმოიდგინეთ, მოგმართონ ასე: ~ “ქალბატონო ეკუნა!”}.
კომენტარები