Beso Chapichadze-ს გვერდიდან, ვიდეო ვრცელდება, სადაც ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია, ამბობს:
“თქვე ჭინკებო და ჭინკების მოციქულებო… ეს ახალგაზრდები მეცოდება, უტეხი თვალებით რომ გიყურებენ…
ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, ყველაფერი თქვენ ხართ, ლობირებთ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება… გინდათ რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, დაგლახვროთ უფალმა, არ მეშინია ამის თქმის…
სახარებებიდან ციტირებები რომ ისწავლეთ და სახარებას აქეთ გვიკიტხავთ, ისწავლეთ რაღაცა და გინდათ თქვენი განსწავლულობა აქეთ შემოგვიტრიალოთ, ვაი, თქვენ პატრონს… არ გვეშინია თქვენი… არ დავისვენებ თქვენ ლანძღვაში, თქვენ მხილებაში…
თქვენი სიტყვა სიტყვის თავისუფლებაა და თქვენი დისკრიმინაცია?
სამი საათია გრძელდება ჩემი ბულინგი… ეძებთ ჩემ ქონებას, ჩემ სახლებს, არა მაქვს….
რა გინდათ გამაგებინეთ. ასე სად დაგაჭირეთფეხი, ასეთ კუდზე, რომ ასე ასისინდით და ასვავდით ყველა. სიმართლე ვთქვი და მოგხვდათ. სიმართლე, რომ არ ყოფილიყო ხომ „გაატარებდით“. მოძალადეებო. მოძალადეები ხართ, აბა ვინ ხართ?
რღაცას გამომტყუებენ, შეიძლება შემომივარდნენ, რა გინდათ ხალხო, გაიწვიეთ თქვენი ჟურნალისტები, მომეშვით…
დაიწყეთ ჩემი პირადი ცხოვრების ქექვა, როგორ შელახოთ ჩემი რეპუტაცია… მაგრამ, როდესაც ადამიანს გვაქვს სულიერი ჭრილობები და ცილისწამებებით ჩვენი სულიერი ჭრილობიდან იმ ჩირქს წოვთ, რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, მაგ ჩირქით გაივსებით თქვე საწყლებო…
ღვთის სახლიაო… ეკლესიას თავისი განრიგი აქვს, როდის იკეტება, როდის იღება… თქვენ რომ ააწყვეთ, ეკლესია დღე და ღამე ღია უნდა იყოსო, თქვენ დაკრულზე ეკლესია არ ცეკვავს, გაიგეთ? იღება და იკეტება გარკვეულ დროს, ნუ აბნევთ ამ ხალხს…
მე ხომ მივაღწიე საწადელს, გაგარტყით შუბლში, თქვენ ხართ იმ ბიჭის სიკვდილში დამნაშავე… ხალხს მე რას დავაკავებ… ასე არიან ადამიანები, ყველას აქვს თავიანთი მრწამსი, ზოგმა ჯონ ლენონი სიყვარულით მოკლა და ყველას თავისი გამოხატულება აქვს. შეიძლება მორწმუნე გაბრაზდეს, მოვიდეს და რაღაცა გიქნას და მერე მე დამაბრალებთ…
თქვე გარეწრებო, მონახეთ საბაბი, თქვენსას მიაღწიოთ და მოხვიდეთ ხელისუფლებაში, მანამდე არ აგიდგათ გვერდები… ისისინეთ ჩაჯ@ულ ნიფხვიანო გვარამია. მიდი, მიეცი „კამანდა“ კედევ. აიქნიე დირიჟორის ხელი. მადლობა ღმერთს მე გამარჯვებული ვარ. ხომ მივაღწიეთ. ხომ მოგარტყით იქ, სადაც იყო მოსარტყმელი. მიდით, ითამაშეთ ნერვების ომი…
წირვებზე ჩამოვლენ ახლა, წირვის არევას დაიწყებენ, სადაც წავალ იქ დამახვედრებენ, გიცნობთ…”
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო გავრცელდა, როგორც ლაივი, იგი არ ჰგავს პირდაპირ ჩართვას.
ვიდეო გავრცელდა 15 საათის წინ და საპატრიარქოს ამ დრომდე, არ გაუვრცელებია განცხადება მასთან დაკავშირებით, არც ვანისა და ბაღდათის ეპარქიის განცხადება გავრცელებულა ამ ეტაპზე.
კომენტარები