გენერალური ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი, იურისტი და თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე:
2012 წელს მე დავინიშნე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, მაშინ, როცა, მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. სწორედ მისი ნების გამოვლინებით აიკრძალა ის მანკიერი მეთოდები (იგულისხმება იარაღის, ნატკოტიკული საშუალების ჩადება და სხვა, რომლითაც ათასობით ადამიანი ყავდათ დაკავებული) რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე იყო დამკვიდრებული, რომ პოლიციის მუშაკების მიერ კანონიერ მოქმედებად აღიქმებოდა.
დღეს მედია მას ემუქრება და ამბობს, რომ “მედიას აქვს დიდი ძალა და დაასრულებენ”.
შევახსენებ ყველას —- მუქარა მუქარად რჩება როცა დამმუქრებელს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს…
ასევე მუქარა მუქარად რჩება, როცა, მუქარის ადრესატს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს…
რატომ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა ღარიბაშვილს სრულიად სამართლიანად
———-
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“გარეჯი საქართველოა”
(გადადგა რეალური და ქმედითი ნაბიჯები, საკითხი დაისვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის დონეზე)
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”
(კონტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიცია)
ირაკლი ღარიბაშვილი —-
(ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით)
“ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება”
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს”
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“დღევანდელი აქცია (იგულისხმება პრაიდი) სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს”
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია”
ირაკლი ღარიბაშვილი —-
“ჩვენი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელია ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს, აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე – ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს”
და სხვა…………
პრემიერს წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვისურვებ ის იყოს ყველაზე წარმატებული პრემიერი…
კომენტარები