“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას წერილს და წერს:
“ამ არსებამ როდემდე უნდა წაბილწოს საკუთარი მამის ხსოვნა?”
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშემ, გიორგი გამსახურდიამ, ტვიტერში დაწერა:
“როდესაც საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდები, შედეგი არ აყოვნებს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იმ შთამბეჭდავი ჩამონათვალიდან, რაც ი.ღარიბაშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ზედმიწევნით შესრულდა.
უდიდესი ამბავია ზაზას გათავისუფლება, დარწმუნებული ვარ, სხვა წარმატებებიც უხვად იქნება.”
კომენტარები