ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკური დირექტორი, მაია ჩხაიძე:
„მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინდური შტამის ცირკულირება დაიწყო. ინდური შტამი იმით განსხვავდება სხვა შტამებისგან, რომ ბევრად უფრო კონტაგიოზური ანუ 2-2,5-ჯერ უფრო მეტად გადამდებია. განსაკუთრებით, ჩვილებისა და ბავშვების ავადობაა დიდი რაოდენობით.
რეანიმაციაში მიწევს 19 პაციენტი, მათგან სამი ჩვილი მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც თავიდანვე ფილტვის დაზიანებით შემოვიდა, განსაკუთრებით მძიმეა. იმყოფება მაღალი სიხშირის მართვაზე. დანარჩენი ორის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მცირედით დადებითი დინამიკა შეინიშნება“
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები