შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ჟურნალისტების მოთხოვნა პრემეირმინისტრის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით უცვლელია.
ადგილზე დიდი რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ლეგიტიმური პროტესტის ეშინიათ.
დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი:
“სწორედ ისინი იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღები პირები 5 ივლისს. ისინი მართავდნენ პროცესს, ისინი აძლევდნენ ბრძანებებს, ვის როდის უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად…ვინმეს უნახავს ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქციები, ასეთი მასშტაბებით ყოველდღიურ რეჟიმში, სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ვართ აქ.”
შეგახსენებთ, 17 ივლისს, შაბათს მედიის წარმომადგენლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
კომენტარები