დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე იმ დამატებით დაზიანებებს აღწერს, რომლიც პროზექტურაში აღმოაჩინეს.
ახალა ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რა როლი ითამაშა ლექსოს სიკვდილში ამ მძიმე დაზიანებებმა.
ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც ლაშქარავას ცხედარს დამოუკიდებელი კვლევა ჩაუტარა, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ახლა ჯერი საბოლოო დასკვნაზეა. ექსპერტი ამბობს, რომ საჭიროა ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში.
მაღალი ალბათობით საჭირო გახდება ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში. როგორც ნარკოლოგიური მიმართულებით, ასევე ტრამვების მიმართულებითაც. შემდეგ ერთობლივი მსჯელობის ფორმატში დაიდება დასკვნა სიკვდილის მიზეზზე და მის მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირზე მიღებულ ტრამვასთან – აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.
საეჭვოა სისწრაფეც, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზა იჩენს, ქიმიური ექსპერტიზის პასუხი 24 საათში მიეწოდებინოს გამოძიებისთვის, მსგავსი შემთხვევა თითქმის არ ყოფილა, როგორც “ალიასთან” ადვოკატები და ექსპერტები განმარტავენ.
საქმის მასალები ლაშქარავას ოჯახის ადვოკატს ჯერ არ გადაცემია.
კომენტარები