ენმ-ს წევრი, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ვინ არის პასუხისმგებელი ნაძირლების განცხადებებზე? გამყრელიძის, ტიკარაძის განცხადებებზე? რატომ არის დღეს ასეთი სიტუაცია? რამე არ გავაკეთეთ? არ გადავიხადეთ გადასახადები? არ ჩავსხედით სახლში?
მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, მათ შეასრულეს თავისივე მომაკვდინებელი გადაწყვეტილებები, როგორც ჩაკეტვის, ისე გახსნის…
გამყრელიძე იქნება, ცერცვაძე, თუ ტიკარაძე, ესენი არიან აღმდგარი მუმიები, რომლებიც საქართველოს მიაქანებენ წარსულში.
რატომ არის დღეს შემცირებული დაავადება, რატომ არ არის გამართული ჯანდაცვის სისტემა? ერთადერთი პასუხია ბოდიში – ეს ბოდიში შეუძლიათ ჩაიდონ ჯიბეში და წავიდნენ სახლში.
რეგისტრაციის საიტზე 120 თუ 130 ათასი ადამიანს უნდოდა რეგისტრაციაო და წინა დღეებში, ბატონი გამყრელიძე იძახდა ბევრჯერ აღემატება მიწოდება მოთხოვნასო. ახლა იტყება გამყრელიძე, თუ მაშინ იტყუებოდა?
თუკი მხოლო 120 ათასი მიმართვა იყო, ეს ხომ ნიშნავს, რომ მაქსიმალური მოლოდინი 120 000 იყო, ეს ნიშნავს, რომ კამპანიაც არ მუშაობს, ხო?
სად არის განთავსებული სერვერები? ჯერ იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, უნდოდათ გადატანა ჯანდაცვის სამინისტროში და უარი მიიღეს, პაუსხისმგებლობის აღება არავის უნდოდა. სამარცხვინოა.
ჩვენი გადარჩენის საშუალებაა ვაქცინაცია. ვაქცინაციის დაწყებიდან 5 კვირა გვჭირდება, რომ მივიღოთ შედეგი. შეძრწუნებული ვარ, მეშინია ხვალინდელი დღის. აქ რომ მოვდიოდი დედამ დამირეკა, და მითხრა, რომ ჩემი 1 წელზე ცოტა მეტის ძმიშვილი არის მაღალი სიცხით. თუკი მას აღმოაჩნდება ვირუსი, მე დავიქირავებ თვითმფრინავს და წავიყვან უცხოეთში, რადგან მე არ ვენდობი ამ ქვეყანას…
თუ გადარჩები ვირუსით, მოკვდები შიმშილით და უცოდინრობით. ვინ მოსპო, გააღატაკა ჩვენი ქვეყანა და ჩაიყვანა უფსკრულში, ეს კარგად ჩანს.”
კომენტარები