პოლიტიკოსი, ბიძინა გიორგობიანი:
“სვეტიცხოველში სლავური გალობის გამო აღშფოთებულ უვიცებს ვინმემ აუხსნას, რომ
1) ქრისტიანული მსახურება პოლიტიკური აქცია არ არის.
2) ქართული მრევლი სხვადასხვა ქვეყნებში ქართულად ატარებს წირვა-ლოცვას და გალობს ქართულად. მსახურება ხშირად ტარდება კათოლიკურ, ევანგელისტურ და სხვა კონფესიების სახლებში და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებიც არ ერევიან ქრისტეანთა ცხოვრებაში.
3)არ მახსოვს შემთხვევა, ქართველი მღვდელი ჩამოსულიყოს ბერლინში და რუსულ ტაძრის წინამძღვარს უარი ეთქვას თანამწირველობასა ან სრულად ქართულად წირვაზე, ერთ-ერთმა დიაკონმა ქართულადაც დაისწავლა კვერექსი, შემდეგ კი სერბებმა შაბათს მთლიანად დაგვითმეს ტაძარი.
4) ქრისტეანული რელიგია არ არის ნაციონალური გრძნობების ინკუბატორი, ის ადამიანისა და ცოცხალი შემოქმედის ურთიერთობაა ლოცვით და შემეცნებით.
დაბოლოს 5) შორს “პოლიტიკოსთა” ბინძური სურვილები ქრისტეს სახელისაგან”
კომენტარები