თამარ ჭოხონელიძე, რომელიც ამჯერად რუსთაველზე, მედიის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე იმყოფება, ჟურნალისტებთან, ამბობს:
“ჩვენ ვალდებულები ვარ აქ ვიყოთ, ჩვენი ქვეყანა დღეს დგას უფსკრულის პირზე, ან გადავიჩეხებით და წავალთ იმ გზაზე, საიდანაც ძლივს ამოვედით 30 წლის წინ… ან რამე გვეშველება…
დღეს მე როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც ბებია ვდგავარ იმისთვის, რომ ხვალ ჩემმა შვილებმა თავისუფლად იაზროვნონ, ჰქონდეთ უფლება გამოთქვამ თავისი აზრი და არ ეშინოდეთ ამის. ეს არ გვაქვს დღეს და ვინ გვიშლის? ყველაზე საშინელი ისაა, ვინ მართავს ამ ხალხს?
ცალსახად რუსეთის პროექტია ეს, რუსეთს აწყობს დამონებული, ბნელი, განათლებელი საზოგადოება რომელსაც იოლად მართავს მერე. როცა 30 წლის წინ ვიბრძოდით, ეს ტერიტორია სავსე იყო ქართველებით… დღეს გახლეჩილია ქვეყანა და ვინ გახლიჩა? სწორედ იმან, ვისაც აწყობს გახლეჩილი ერი. არაფერი ვეშველება, ვიდრე საღ აზრამდე არ დავა ის, ვინც დღეს 37 მანეთიან თვითმფრინავს მისტირის.
კითხვა მაქვს, არ გშიათ?
სხვათა შორის, დიდ როლს თამაშობენ ანაფორიანი ხალხი… სწორად მინდა გამიგოთ, მე მათ დიდ პატივს ვცემ და ძალიან დიდი ნაწილი საღად დგას თავის გზაზე და ასევე მიჰყავს მრევლი… ვიგანაც მოწოდება მოდიოდა ძალადობის… ათეულობით ადამიანი ურტყამს სხვას და მათგან არიან ძალიან ცუდად მართულები… რომც შიოდეს არ იტყვის მშიაო, ისე მართავენ, ისეთ ქადაგებებს ვისმენთ ხანდახან შეიძლება გაოგნდე.
ისინიც უნდა დადგნენ ყველასთან ერთად, ვისაც ხელეწიფება მართონ ბევრი ადამიანი, მრევლი.”
კომენტარები