“ტვ პირველმა” მოამზადა მასალა გარდაცვლილ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას საქმეზე 11 ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანს თარიღი არ ჰქონია. ჩნდება კითხვა, ნამდვილად 10 ივლისით თარიღდება თუ არა კადრები, რომელიც გომელაურის უწყებამ საზოგადოებას მეორე დღესვე შესთავაზა.
04:30 საათზე ლექსო ლაშქარავას დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა, რის შემდეგაც 112-ში ზარი განახორციელდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მისულ 2 პოლიციელს არ დაუწყიათ. გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ზემდგომების მითითებებს ელოდნენ. პირველი საგამოძიებო მოქმედება 09:15 წუთზე დაიწყო, 112-ში პირველი ზარის განხორციელებიდან 3 საათში დაიწყო.
ცხედრის გატაცების სპეცოპერაციის დამგეგმავმა, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვარლამ მალანიამ ლაშქარავას სახლიდან ტვ პირველის თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ლექსო ლაშქარავას დედის თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთ ვარიანტად მოწამვლის ვერსია უთხრეს. ლაშქარავას დედა იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი დედის დარწმუნებას მოწამვლის ვერსიაში ცდილობდა.
ლაშქარავას ცხედარი ექპსერტიზაზე 11 ივლისს 11 საათზე გადასვენეს. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში 3 საათამდე არ შეუშვეს. ოჯახის ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ამ დროის მანძილზე ცხედარზე რაიმე სახის მანიპულაცია ჩატარებულიყო.
მეორე დღესვე შსს-მ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას შესთავაზა ლექსოს გადაადგილების კადრები, სადაც დროები მონტაჟის საშუალებით არის დაწერილი. არცერთ ვიდეოს არ აქვს თარიღი. ერთ-ერთი ვიდეოკადრების მფლობელი ლექსოს მეზობელი კერძო პირია, რომელიც ადასტურებს, რომ მისი კამერა თარიღს და დროს აფიქსირებს. ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა შსს-ს, კადრები ისე მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ მისი რეალური დრო წაშლილი ყოფილიყო.
შსს-ს ვერსიას ეწინააღმდეგება ის ფაქტიც, რომ აფთიაქში, რომელშიც თითქოს ლექსო ლაშქარავამ ფსიქოტროპული საშუალებები იყიდა, სინამდვილეში მსგავსი მედიკამენტები არ იყიდება.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ვიდეოზე, რომელიც გაავრცელა შსს-მ რამდენიმე შეუსაბამობაა, მაგალითად ტანისამოსი, ლექსის დედა იხსენებს, რომ მის შვილს მხოლოდ მაისური ეცვა: – “40 გრადუსი იყო სიცხე და ეს რატომ ეცმეოდა…” – ამბობს იგი, როცა შსს-ს გავრცელებულ ვიდეოს უყურებს.
უცნაურია ასევე, კლინიკაში ნარკანის თხოვნის ნაწილიც. კლინიკა საპატრიარქოს საკუთრებაშია და მათივე თქმით, მართალია, ვიდეოკადრები კი კვირას გაატანეს შსს-ს, მაგრამ ოფიციალური საბუთი, კამერების ამოღების შესახებ, ორშაბათს მიიღეს, შესაბამისად, რამდენად კანონიერად იქნა კადრები მოპოვებული, საეჭვოა.
საეჭვოა ისიც, რომ საპარიარქოს კლინიკის კამერას, როგორც თავადვე ამბობენ, თარიღი აქვს გამორთული… ასევე, ჟურნალისტები სვამენ კითხვას, როგორ მოახერხა კამერამ საკმაოდ შორი მანძილიდან ხმის გარკვევით ჩაწერა, რაზეც უპასუხეს, რომ შეუძლიათ აჩვენონ, შემდეგ კი პასუხობენ, რომ ვერ აჩვენებენ…
კლინკა ამბობს იმასაც, რომ მზად იყო დახმარება აღმოეჩინა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი არ იყო, ტყეში ექიმი ვერ გავიდოდა… კლინიკა არ ამბობს, რატომ არ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ვიდეოში პირი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვს…
არის თუ არა ნარკანის მოთხოვნის ვიდეო ლექსოს საქმეში ჩაკერებული?
სრულად – შავი ლაქები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში:
კომენტარები