“ფაიზერის” ვაქცინაზე დარეგისტრირებულებს შორის არიან პირებიც, რომლებიც კლინიკაში აცრისთვის მივიდნენ, თუმცა საკუთარი თავი ბაზაში ვერ იპოვეს.
“დავრეგისტრირდი აცრაზე, ფაიზერზე, მივიღე ჯავშნის კოდი, მოვედი უნდა გამეკეთებინა 10-ის ნახევარზე ჩემი კუთვნილი აცრა. იმის ნაცვლად, რომ აცრა გაეკეთებინათ, მითხრეს, რომ ჩემი ჯავშნის კოდით მე აქ დარეგისტრირებული არ ვარ, არც სიაში არ ვარ. ჯანდაცვის სამინისტროში მეუბნებიან, რომ აქ უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, თუმცა წარმომადგენელი აქ არ არის,” – ამბობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრისთვის მისული ერთ-ერთი მოქალაქე.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები