გენერალური ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე:
“ლიბერალიზმის სახელით ფაშიზმი გვიტევს…
დემოკრატიის სახელით მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი იქამდე მივიდა, რომ დაემუქროს საზოგადოებას. უწოდოს მას ბრბო, უაპელაციოდ დაარქვას მათ მოძალადეები. ისინი ბედავენ და მედიის ძალით, ცდილობენ შეგვაშინონ. ამტკიცებენ, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ. ცდილობენ მათი ტერმინებით გამეტყველონ. თუ მათ აზრს არ იზიარებ გარანტირებული გაქვს იარლიყი —- ბნელის, ჰომოფობის, მოძალადის, რუსების მიერ მართულის და ა.შ. ბოროტებას წარმოსახვაში არ უჭირს.
ისინი თვლიან, რომ უფლება აქვთ —-
ცილისწამების,
ტყუილის ტირაჟირების,
შეგნებულად ფაქტების დამახინჯების, სხვადასხვა მეთოდებით გაწაფულნი ადამიანთა გაღიზიანების,
(როცა საწადელს მიაღწევენ მშვიდდებიან და სარკის თვალებით დაგიწყებენ ყურებას თითქოს შფოთი მათ არ შემოუტანიათ)
სახლშიც კი დაუკითხავად შემოდიან, შენს პირად სივრცეში შემოჭრასაც კი აღარ ერიდებიან,
არ ერიდებიან არცერთ სფეროს (სასულიერო, საერო).
არ განარჩევენ არც კაცს,
არც ქალს,
არც დიდს,
არც პატარას,
არც მოხუცს
არც ახალგაზრდას.
თურმე მათ აქვთ უფლება ყველაფრის ფასად ინტერესი დაიკმაყოფილონ და კითხვები დასვან. დაივიწყეს ჟურნალისტის რეალური სახე და ახალი მონსტრი შექმნეს. შეაძულეს საზოგადოებას ტელევიზორებთან დაჯდომა, ურცხვად აკადრებენ ილუზიას. მათ ამ მოქმედებებს ფონად გასდევს რელიგიური გრძნობების, ეროვნული ფასეულობების პირდაპირი შეურაცხყოფა, დაკნინება და აბუჩად აგდება…
იციან მათი მუქარა შეუსრულებელია და ამ ფონზე მათი სასოწარკვეთილი ხმა კიდევ უფრო დამაყრუებელია. მაგრამ არ ნებდებიან. საზოგადოების თანაგრძნობა დაკარგეს, დაღალეს საზოგადოება. არადა ობიქტური მედია მოენატრა ხალხს. სიმართლის დამცავ მედიას ითხოვს საზოგადოება, ასეთ მედიას კი თუ დასჭირდა დაიცავს კიდეც. სისხლითაც დაიცავს. რადგანაც სამართლიანი მედიის დაცვით დემოკრატიას იცავ…”
კომენტარები