ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. მადრიდში, 24 წლის გოგო, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, სამშაბათს გახდა შეუძლოდ. იგი ამ ამ წუთებამდე სახლში რჩება, სახლშივე აუღეს ანალიზი და ცოტა ხნის წინ მიიღეს დადებითი პასუხი.
როგორც ამ წუთებში ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, მას მალე გადაიყვანენ კარლოს მესამის სახელობის საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში 5 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მადრიდში, როგორც ზემოთ გაცნობეთ, – 2 ტენერიფში, ორი კატალონიაში.
კატალონიაში ერთი პაციენტი ვილა-რეალის საავადმყოფოში ისე გადაიყვნეს, ეჭვი არ იყო კორონავირუსზე – როგორც ადგილობრივი მედია წერს.
ინფორმაციას telecinco.es – ავრცელებს
კომენტარები