„ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის. ეს სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საქართველოში არჩევნებია“, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი ქადაგიშვილი:
„ნათელი იყო, როგორი იქნებოდა მათი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ აქვთ, ადამიანების დაბულინგებას უკავშირდება. ანუ, თუ შენ სადმე მუშაობ, აპრიორი ნიშნავს, რომ ბულინგის მსხვერპლი იქნები. რაც შეეხება, იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა, აქ ჩვენ ყოველთვის საგნობრივად ვსაუბრობთ და არა ლოზუნგებით – არ დარჩენილა ქაღალდზე დაწერილი არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოწოდებული საქართველოსთვის, რაც არ შესრულებულიყო. ამავდროულად, არ დარჩენილა არცერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და სიტყვიერადაც ჰქონდათ შეხვედრა, საუბარი, რაც ზუსტად ისე არ შესრულებულიყო“
კომენტარები