10 წლის საბა ბალაბანოვი IV კლასის მოსწავლეა. ის ახლა სტამბოლში, აჯიბადემის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
„მას იქს ქრომოსომა აქვს დაზიანებული. დაავადება არის გენური და ჰქონია თვისება: ამ დაავადების მატარებელი ადამიანი ან დაბადებისთანავე კვდება, თუ გადარჩა, დაავადება 10 წლის ასაკში აქტიურდება და შემდეგ-40 წლის ასაკში. საბას საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს და მკურნალობა ძვირი ჯდება. რამდენიმე ეტაპის შემდეგ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ბავშვი გადარჩენის გზაზე დადგა, მაგრამ ოჯახი კვლავ პრობლემის წინაშეა. საბა გადარჩა ათასობით ადამიანის ლოცვით, მატერიალური დახმარებით, სისხლის (გრანულოციტები, თრომბოციტები და პლაზმა) ოპერატიული ჩაბარებით, თითქმის 400 დონორისგან.
ხვალ ექიმებმა უნდა დაიწყონ საბას მკურნალობის მეორე ეტაპი, მაგრამ კლინიკის ხარჯებს ვეღარ ვიხდით. შესაგროვებული თანხა 235.000 დოლარია. კლინიკას სასწრაფოდ სჭირდება ფული ან გვემუქრება კლინიკიდან გაწერით! კლინიკადან საბას გაწერა სიკვდილის ტოლფასია! – გთხოვთ ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია დაეხმაროს საბას, რომ თავი დააღწიოს ამ საშინელ კოშმარს, შემოგვწიროს ნებისმიერი თანხა, რისი შესაძლებლობაც გააჩნია“, თქვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საბას ბაბუამ, რევაზ გოგიძემ.
თანხა შეიძლება ჩაირიცხოს ბავშვის ბებიის, ანჟელიკა ზახაროვას ანგარიშზე, „საქართველოს ბანკში“.
GE21BG0000000103123945GEL
GE21BG0000000103123945USD
GE21BG0000000103123945EUR
კომენტარები