„იმ დღეს ჩვენი უფლებები არ იყო დაცული, ლექსოს უფლებები არ იყო დაცული, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – ამის შესახებ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ განაცხადა.
„მგონია, რომ სამწუხაროდ ჟურნალისტები იმ დღეს არ იყვნენ დაცულნი. მე ვარ თქვენს გვერდით, ლექსო ჩემი კოლეგაა, მე ვიყავი დასაფლავებაზე.
მე ჩემი სოციალური პლატფორმის საშუალებით გამოვხატე ჩემი პოზიცია. მე ყოველთვის ვიქნები ჟურნალისტი და ყოველთვის ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული, იმ დღეს ჩვენი უფლებები არ იყო დაცული, ლექსოს უფლებები არ იყო დაცული, ეს არ უნდა მომხდარიყო.
მგონია, რომ ყველა ვინც არის დამნაშავე ჟურნალისტებზე (ძალადობაში), რაც იმ დღეს მოხდა. ჩემი აზრით, ყველამ ვინც იმ დღეს თითი დააკარა ჟურნალისტებს, უკლებლივ ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – თქვა ეკა ხოფერიამ.
კომენტარები