იაპონელმა მკვლელმა სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო და სასჯელი თავიდან აერიდებინა.
2007 იაპონელმა ტაცუია იჩაჰაშიმ 22 წლის ბრიტანელი გოგონა, ლინდსი ჰაუკერი მოკლა. ლინდსი ჰაუკერი საკუთარ მკვლელს მატარებელში შეხვდა. იაპონიის მოქალაქემ მას სთხოვა, ინგლისური ესწავლებინა, რასაც ლინდსი დათანხმდა. 4 დღის შემდეგ გოგონა ტაცუიას აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ მსხვერპლი მოკვლამდე გააუპატიურეს კიდეც, სხეულზე აღენიშნებოდა მრავალი სილურჯე და დაზიანება, რომელიც სიცოცხლის მომენტში ჰქონდა მიყენებული.
პოლიციამ მალევე გაარკვია მკვლელის ვინაობა, მაგრამ ტაცუია იჩაჰაშიმ მოახერხა გაქცევა და კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრა, სადაც ქირურგიული ჩარევების შემდეგ მოახერხა გარეგნობის შეცვლა, ამის შემდეგ, 14 თვე მშენებლობაზე მუშაობდა.
პოლიცია ორი წლის განმავლობაში ცდილობდა დამნაშავის ადგილსამაყოფელის დადგენას, სახელმწიფომ 10 მილიონი იანი დააწესა მაზსე ინფორმაციითვის. საბოლოოდ, ის 2009 წლის 10 ნოემბერს ოსაკაში დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გისოსებს მიღმა ტაცუია იჩაჰაშიმ წიგნის წერა დაიწყო, სადაც დეტალურად აღწერდა მკვლელობის დეტალებს. მკვლელის წიგნი დაიბეჭდა და მასიურად გაიყიდა კიდეც. ისტორიამ ბრიტანელი რეჟისორებიც დააინტერესა და გადაიღეს ფილმი – “მე ვარ იჩიჰაში, მკვლელის ჟურნალი”.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები