ისრაელში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სამხრეთ კორეელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ოფიციალური ინფორმაციით, 77 ტურისტიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამ ფაქტის გამო, ისრაელში კარანტინში გადაიყვანეს ყველა, ვისაც კორეელ ტურისტებთან შეხება ჰქონდა.
დავირუსებულმა კორეელებმა მოინახულეს იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, სადაც საქართველოდან ჩასული მამოები იმყოფებოდნენ და ტაძარში ჩატარებულ წირვას სხვა ქართველებიც ესწრებოდნენ. ვირუსის გამოვლინების ორკვირიანი ვადა ჯერ გასული არაა. მამაოები უკვე საქართველოში დაბრუნდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “2020NEWS“-ს ექსკლუზიურად ქართველი ემიგრანტები აწვდიან. სააგენტო შეეცადა ამ მღვდელთმსახურების ვინაობის დადგენას, თუმცა, ამ ეტაპზე, ვერ დავადგინეთ, რომელ მამაოებზეა საუბარი.
კორონავირუსით დაავადებული კორეელები და ქართველი მამაოები
კორეელებს ისრაელში ერთკვირიანი ტურის დროს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ბერ-შევის სკვერში მყოფ ადამიანებთან, ბერ-შევის სკოლის მერვე კლასის 30 მოსწავლესთან, ასევე ქალქ კირიათ-ჰაიმიში კორეელები დახურულ სივრცეში 60 სტუდენტთან, დაცვის ერთი თანამშრომელსა და 5 მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი საკუთარ სახლებში, ორკვირიან კარანტინში არიან. სახლებში დამონტაჟებულია შესაბამისი ტექნიკა და პაციენტებს კომუნიკაცია აქვთ, როგორც ექიმებთან, ასევე ფსიქოლოგებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ეს რაც შეეხება ისრაელს, საიდანაც საფრთხე შესაძლოა საქართველოშიც შემოვიდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “2020NEWS” -ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისრაელში კორონავირუსით დაავადებულ კორეელებს შესაძლოა, საქართველოდან ჩასულ მამაოებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ეს ინფორმაციას სააგენტოს მიაწოდა ჟურნალისტმა ლელა ჭანკოტაძემ, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება.
„ისრაელში, ადგილობრივ მაცხოვრებლებში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. თუმცა, ეს ვირუსი აქედან წასულ კორეელებს აღმოაჩნდათ და ამიტომ, ყველა, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ ისრაელში მოგზაურობის დროს, კარანტინში ჰყავთ. ჯერჯერობით, დაავადება არცერთს აღმოაჩნდა.
ქართველებმა ძალიან ვინერვიულეთ. 14-15 თებერვალს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში საქართველოდან მამაოები იყვნენ ჩამოსული და წირვა ჩაატარეს, მრევლი აზიარეს.
როცა კორეელების დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფომ გამოაქვეყნა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, საადაც ეს კორეელები იმყოფებოდნენ.
ამ ჩამონათვალში აღდგომის ტაძარიც მოხვდა. კორეელები ტაძარში ზუსტად იმ დღეს იმყოფებოდნენ, როცა ქართველმა მამაოებმა წირვა ჩაატარეს აქ. ძალიან ვინერვიულეთ. სახელმწიფომ კარანტინში ჩასვა ყველა, ვისაც კორეელებთან შეხება ჰქონდა. ქართველების უმრავლესობა არალეგალია. რომ მისულიყვნენ, ეგრევე დეპორტი ემუქრებოდათ, ამიტომ ვერ მივიდნენ საკარანტინო დაწესებულებებში.
საბედნიეროდ, არავის, ვინც ტაძარში იმყოფებოდა, დღემდე არაფერი ნიშანი კორონავირუსის არ აღენიშნება. ყველანი ჯანმრთელად არიან.
როგორც ჩანს, კორეელები დღე მივიდნენ ტაძარში, ქართველები კი ღამე იყვნენ იქ მისული. თუმცა, მამაოები, შესაძლოა, მაგ დროს ტაძარში იყვნენ. ვერ გეტყვით ზუსტად“, – განუცხადა სააგენტოს ლელა ჭანკოტაძემ.
“2020NEWS“ ასევე ესაუბრა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც აღდგომის ტაძარში წირვის დროს იმყოფებოდა.
ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი ანა ყიფშიძე, რომელიც ქალაქ პეტახტიკვასიში ცხოვრობს აცხადებს, რომ ის იმ ქართველ მამაოებს არ იცნობს, რომლებიც აღდგომის ტაძარში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ ისრაელი, სავარუდოდ, უკვე დატოვებული აქვთ.
„14 თებერვალს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, მოსალოცად, ღამის თენებაზე ვიყავით, სადაც რამდენიმე ქართველი სასულიერო პირი წირვას აღავლენდა. 15 თებერვალს გამთენიისას იქ შევხდით. აღდგომის ტაძარში წირვაზე დასასწრებად საქართველოდან ჩამოსული ადამიანებიც იმყოფებოდნენ. თუმცა, კონკრეტულად რამდენი ქართველი იყო, არ ვიცი, რადგან ტაძარში ბევრი ხალხი იყო.
დავინახე ქართველების ერთი ოჯახი ორი ბავშვთან ერთად. კონკრეტულად თუ რამდენი ქართველი ბავშვი ან მოზარდი იყო, არ ვიცი.
აღდგომის ტაძარში ქართველ მამაოებს ქართულად წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს. ჩვენს შემდეგ წირვას ბერძნები ატარებდნენ და მათ არ სურდათ წირვა ქართულად ჩაგვეტარებინა. მიზეზი იმისა თუ რატომ არ მისცეს ქართველ მამაოებს ამის უფლება, უცნობია. ყველანი ამ საკითხზე ვიყავით კონცენტრირებული.
ჩემთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტელევიზიით შევიტყე, რომ ვინც 15 თებერვალს დილიდან საღამომდე აღდგომის ტაძარში მოსალოცად იმყოფებოდა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამოცხადებულიყო და სისხლის ანალიზი ჩაებარებინა, რათა ვირუსის გაკონტროლება მომხდარიყო.
რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, აღდგომის ტაძარში მყოფი კორეელებიდან საზღვრის გადაკვეთის დროს რამდენიმე მათგანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იქიდან დაღუპული არცერთი არ არის.
როგორც ცნობილია, ისინი იმყოფებოდნენ სასტუმროში, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, ბავშვებიც არიან.
მე კვლევები და სისხლის ანალიზი არ ჩამიტარებია, რადგან კორეელეების იქ ყოფნის დროს, ტაძარში არ ვიყავი. ვიდრე ჩვენ იქ ვიყავით, კორეელები ტაძარში არ ყოფილან. ისინი იქ 15 თებერვალს ჩვენს შემდეგ იმყოფებოდნენ.
სხვა ქართველებს რაც შეეხებათ, არ ვფლობ ინფორმაციას, იყვნენ თუ არა ანალიზების ჩასაბარებლად. ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩემს გარშემო კი, ანალიზებზე არავინ მისულა.
იმ სასულიერო პირებს, რომლებიც აღდგომის ტაძარში იმყოფოდნენ მალევე უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა, როგორც ვიცი 10-ში ჩამოფრინდნენ და უცხოელებს ისრაელი ყველაზე მაქსიმუმ, ერთკვირიან ვიზებს აძლევს. ამდენ ხანს მათ არავინ დატოვებდა.
სიმართლე გითხრათ იმ ქართველ სასულიერო პირებს, რომლებიც აღდგომის ტაძარში იმყოფებოდნენ, არ ვიცნობ და კონკრეტულად მათი ვინაობის დასახლება არ შემიძლია, თუმცა მე მგონი, არცერთი სასულიერო პირი არ იყო თბილისიდან.
საზღვარზე მიმოსვლა ჩვეულებრივად ხდება და ყველა მოწმდება.
ისრაელში პანიკას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სამედიცინო კუთხით ძალიან ძლიერია. იმდენად შეჩვეულები ვართ დამბომბვებს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, არც ისეთი დიდი შიში მაქვს“, – აცხადებს ყიფშიძე.
რა ხდება ამ ეტაპზე ისრაელში, სადაც კარანტინია გამოცხადებული?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ კორეიდან ისრაელში ჩასული იყო კათოლიკე ქრიატიანების 77 კაციანი ჯგუფი. „ისინი ისრაელში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ .როცა დაბრუნდნენ უკან კორეაში შვიდ მათგანს აღმოაჩნდა ახალი ტიპის კორონავირუსი“, – ამის შესახებ ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა BBC-ის კორესპონდენტმა ლაურა ბიკერმა.
როგორც ინტერნეტ-პორტალი „9tv.co.il“ წერს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ისრაელში ჩასვლისას ერთ ტურისტს უკვე ჰქონდა კორონავირუსი და დანარჩენები მისგან დაინფიცირდნენ. კორეელმა ტურისტებმა ტურის ფარგლებში მოინახულეს ბერ-შევას სკოლა, კათოლიკური ეკლესია და სკვერი. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის პოტენციური მატარებლები არიან მღვდლები და მრევლი, რომლებიც ეკლესიაში იმყოფებოდნენ, ასევე სკოლის მოსწავლეები და ყველა ის ადამიანი ვინც სკვერში იყო: უბრალო გამვლელები, სასტუმროს თანამშრომლები თუ გიდები.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა, ვინც კორეელებთან 15 წუთის განმავლობაში და 2 მეტრის სიახლოვეზე იმყოფებოდა, სახლში დარჩეს და თავი შეიკავოს საზოგადოებასთან კონტაქტისგან, თუ კი რაიმე ვირუსის ნიშნები შეამჩნიეს, აუცილებლად მიმართონ სამედინიცო დაწესებულებებს.
კომენტარები