“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას 2 დღეში იტყვის.
ბოკერია, ასევე, ადასტურებს, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარიას განიხილება.
“დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს. ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.
წყარო – მთავარი
კომენტარები