პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“მოეწყო “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პოსტზე მოქმედი მერი, კახი კალაძე დაასახელეს.
რაც შეეხება მის კანდიდატურას, ეს ლოგიკურია, ერთადერთი კანდიდატია, ვისი წამოყენებაც შეეძლოთ, სხვა ალტერნატივა არც ჰყავდათ, მე კალაძისგან უფრო მიკვირს, რატომ შეიძლებოდა დათანხმებულიყო ამ თამაშში დარჩენას, ის ხდება მთავარი სამიზნე, საკმაოდ სერიოზული რისკის ზონაში შევიდა. თუ 43 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა “ოცნებამ” და ძალაუფლებამ დაკარგა, ამ დროს თბილისის მერის პოსტზე კალაძის დარჩენა იქნება სახიფათო. ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, სავარაუდოდ ბევრი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მერიის ირგვლივ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ დაარტყამს კახი კალაძეს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ეს ისტორია გიგი უგულავასთან დაკავშირებით ნანახი გვაქვს.
რომც არ შეიცვალოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაშიც, “ქართული ოცნების” მართვის მოდელიდან გამომდინარე, კახი კალაძე მაინც დარტყმის ქვეშაა, რადგან, დანარჩენი რუხი მასისგან განსხვავებით, მან მოახერხა და შექმნა თავისი პოლიტიკური სახე, რაღაც სასარგებლოც გააკეთა, მათ შორის ქალაქისთვის, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ აშკარად საკუთარი წვლილი შეიტანა და მისი დღევანდელი რეიტინგი აჭარბებს “ქართული ოცნების” რეიტინგს და სხვა არავინ არ ჰყავთ…
მისი შანსები კარგად გამოიყურება, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ სამი ძირითადი მოთამაშეა ახლა ბაზარზე, ადრე თუ მხოლოდ ორი იყო, ახლა მესამე გამოჩნდა გახარიას სახით. გახარიამ თუ წარადგინა კანდიდატი, მეორე ტური იქნება გარდაუვალი და მეორე ტურში ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, ამ წვრილ-წვრილი კანდიდატების, რომლებიც მეორე ტურში გავარდებიან, ელექტორატი, ვის მხარეს იქნება.
გარდა ამისა, შემოდის ახალი ფაქტორები, კოვიდის ფაქტორი და ა.შ.
ასე რომ ერთის მხრივ კახა კალაძეს აქვს კარგი შანსები, თუმცა, გამორიცხულია არაფერია.”
კომენტარები