ირინე გოგოსაშვილი
ის, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება, კერძოდ კი საქართველოს პარლამენტში, დიდი ვერაფერი პოლიტიკაა! ეს პირადად ჩემი აზრია და რას ფიქრობს შექმნილ ვითარებაზე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე, ამას თავად მოგვახსენებს ….
– ბატონო გიგლა, 5-6 ივლისის შეფასებას გთხოვთ, რა იყო ეს – გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლგბტ პირების მიმართ თუ უფრო ღრმა ჩანაფიქრი?
– მივესალმები “ალიას” მკითხველს და თქვენს რედაქციას! ყველამ ვნახეთ და ვიცით, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელის მომსწრე გავხდით! ეს არის შეტევა მართლმადიდებლობაზე, ჩვენ ეკლესიასა, რწმენასა და პირადად მხცოვან პატრიარქზე, სახელმწიფოზე, ჩვენს ფსიქიკაზე და 5 ივლისს მოსახლეობამ გამოხატა კიდეც ამ გარედან თავსმოხვეული მარაზმის წინააღმდეგ თავისი პროტესტი!!!
ამთავითვე ვაფიქსირებ, რომ ძალადობა არც ჟურნალისტზე შეიძლება, არც მზარეულზე, არც მეეზოვეზე და არც არავისზე!!! მაგრამ როცა წლების განმავლობაში ძალადობ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაზე, ტყუილს მართლად ასაღებ, შავზე იძახი თეთრიაო და თან ამაში უზარმაზარ ფულს იღებ, ვიღაცას უმტყუნებს ნერვები, და ვეღარ გააკონტროლებს საკუთარ ემოციას! მე რომ იქ ვყოფილიყავი, მოვთოკავდი ემოციას და იმ შეურაცხყოფით ნათქვამ სიტყვებს – ,,პუტინის მონებო”, “ბნელებო” და ასეთებს გავატარებდი, მაგრამ ვერ მოითმინა ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა და მუშტის მოქნევით გამოხატა თავისი დამოკიდებულება, როგორც ამ ცრუ ტელევიზიებისადმი, ისე პატრიარქის და ჩვენი ეკლესიის დამამცირებლების მიმართ!
ვიმეორებ, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და მე მგონი მსოფლიოში უპრეცედენტო, როდესაც გამწარებულმა ხალხმა ხელი ასწია ჟურნალისტებზე და მიაყენა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა! მე ძალიან ვწუხვარ იმ ოპერატორი ბიჭის გარდაცვალებას, და თქვენი გაზეთის მეშვეობით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის დედას! მართალი გითხრათ, იმ დღესვე, დილაადრიან გავიგე გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ სხვა დანარჩენ ჟურნალისტების ცემაში დამნაშავეები მხოლოდ გამწარებული ხალხი კი არა, მათი ტელევიზიების მეპატრონეები და პროდიუსერებიც არიან, იმიტომ რომ მათმა სარედაქციო პოლიტიკამ გაწირა ის პატარა გოგო-ბიჭები!!! „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველა სისაძაგლეზეა ხელისმომწერი, როგორ გგონიათ ცხონებული ოპერატორის სიკვდილს არ გამოიყენებდააა? ჰოდა, გამოიყენეს კიდეც და არამხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნები დააყენეს, არამედ ამ მოთხოვნების პარალელურად, სისხლისფერი წითელი საღებავებიც ბლომად აფრქვიეს პარლამენტშიც, საპატრიარქოშიც და პრემიერ მინისტრის სამუშაო ოთახის ფანჯრების წინ, შადრევანის აუზიც წითლად შეღებეს! მაგათ რომ სისხლი და სისხლისფერი უყვართ, გასაგებია, მაგრამ ერთ მხარეს რომ აპატიმრებ, მეორეს რატომ წაუყრუა ხელისუფლებამ? ჯერ იყო და, თუ ძალიან გული შესტკიოდათ ცხონებულ ოპერატორზე, რატომ დაუშვეს, რომ საავადმყოფოდან გამოსულიყო? რატომ არ აიძულეს, ემკურნალა ბოლომდე და რას დაატარებდნენ ამ ტრამვამიღებულ ბიჭს ტელევიზიიდან ტელევიზიაში? ან მოტოციკლეტით რომ დაჰქროდა, ეთქვათ,- რას სჩადი საავადმყოფოდან გამოსული კაცი, როგორ შეიძლებაოო? მაგრამ -არააა! ცოცხალიც გამოიყენეს და მიცვალებულსაც არ ასვენებენ და ეს ძალიან, ძალიან ცუდია!!! ანდა რას ჰგავს, როცა დეპუტატი და ჟურნალისტების ერთი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ – მკვლელ მთავრობას სანქციები დაუწესეთოო? ჯერ ერთი, ვინ დაუწესებს და მეორე, რომ მოუწოდებ, ცოტა მაინც არ უნდა დაფიქრდე, თუ ეს ქვეყანა რამედ გიღირს, ამ სანქციებით ვინ დაზარალდება უპირველესად? ასე როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, პარტნიორ ქვეყანას მოუწოდო – მიდი, ჩაახრჩვე სიდუხჭირეში და ჩვენ მოგვიყვანე ხელისუფლებაშიო?!! რა არის ეს? არის თუ არა ეს ყველაფერი ქვეყნის მტრობა და სიძულვილიი? მეხუთე კოლონა სხვას კი არაფერს აკეთებდა და აკეთებს? ამიტომ თითს სხვისკენ რომ იშვერენ, უპირველესად ეგენი არიან მე-5 კოლონა და რაც მალე გაიგებს ამას საქართველოს მოსახლეობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის!
რა ვიცი ძალადობა, ძალადობაო და თვითონ დემოკრატიის სახელით რომ ძალადობენ ხალხზეც, მაყურებელზეც, პარლამენტშიც თურმე მისაღებია და სხვამ თუ იძალადა, ის მიუღებელია?
რას ჰგავდა მათი საქციელი, თუნდაც კვირას პარლამენტის სხდომათა დარბაზშიი? მაგიდებზე ახტომაა დეპუტატობა და დემოკრატიააა? თუ სხდომებზე დასწრება არ უნდოდათ, რას შეიძურწნენ მაშინ პარლამენტშიი, რაო არჩევნები აღარ გაყალბებულაოო?
– „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 52 ნაცდეპუტატს ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერა და ეს ყველაფერი ის მოსავალია, რაც დათესეს! არავის დააბრალონ.
– კი ბატონო, გეთანხმებით და ამ გადაწყვეტილებას კიდევ ექნება გაგრძელება, არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი.. მე ერთი რამ გამკვირვებია… როცა ებრაელს აუგად მოიხსენიებ – ანტისემიტიზმია! როცა შავკანიანს აუგად მოიხსენიებ – რასიზმია! როდესაც ლგბტ პირს აუგად მოიხსენიებ – ჰომოფობიაა და როცა ჩვენს რწმენას და პატრიარქს აუგად მოიხსენიებ და შვიდ ბრუნვაში რასაც გინდა იმას იტყვი, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას რატომ არქმევენ? ამას ხომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვისმენთ მედიისგან თუ მათთან მიწვეული რესპონდენტების მხრიდან?
გაიხსენეთ საფრანგეთში ერთმა რელიგიურად შეურაცხმყოფელმა კარიკატურამ რა ცეცხლი დაანთო ,,შარლ ებდო,,ს რედაქციასთან? როგორ ფრანგებს ვასწავლით ჩვენ დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას? რამდენი კვირა მიმდინარეობდა შტურმი რედაქციაზე, რომელმაც გაბედა და მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა თავის ფურცლებზე?
ანდა როცა სოლიდარობას ითხოვ კოლეგებისგან, როგორ საწყალი ზაზა დავითაია კინაღამ რომ მოკლეს ცემაში, ვინ გამოუცხადა მაგ შემადგენლობიდან სოლიდარობააა? ააააა, ის ცემა მისაღები იყო და ამიტომ გაყუჩდნენ? ეს არის ჟურნალისტიკის სტანდარტი და სოლიდარობა?!! ესე იგი რა გამოდის, ზაზა, რომელიც მათთვის მიუღებელი გაზეთის ჟურნალისტი იყო, უნდა ეცემათ და ახლა მათი ჟურნალისტები რომ დაშავდნენ, მიუღებელიააა? ვიმეორებ, ძალადობა ცუდია, ძალიან ცუდი, მაგრამ როცა შენებური სტანდარტები გაქვს,ასეთ მოპყრობას ყოველთვის უნდა ელოდო და ნურავის დააბრალებ მომხდარს… მათ მიერ გადმოფრქვეული ნეგატივი ილექება ადამიანების ფსიქიკაზე, ასეა მოწყობილი ადამიანის ტვინი და როცა ერთერთი ტელევიზიის მიერ ნანთხევი სიძულვილი, რომლის დირექტორიც ხან ჟურნალისტია, ხან მზარეული, ხან პროკურორი, ხან განათლების მინისტრი, ჯერ თვითონ გაარკვიოს ჟურნალისტია თუ პოლიტიკოსი და შემდეგ მოუწოდოს ხალხს საით დადგეს!!
რას მებრიქები და მომიწოდებ, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდე ამოდენა ამბიციები რომ გაქვს? მაგრამ კეზერაშვილის, რურუას და დანარჩენებისგან დაფინანსებული ტელევიზიებიდან, სხვას რას უნდა მოელოდეს გონიერი კაციი? ეგენი მასწავლიან ან მე და ან ძალიან ბევრს რა არის ევროპელობა, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებააა? არ ვარ მართალიი?
– „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ტელეკომპანიები ტვ1, ფორმულა და მთავარი შავი ფულით ფინანსდებიანო! ეს განცხადება მან ტელეეთერით გააკეთა და გეკითხებით, თუკი შავი ფულის შემოდინების შესახებ ხელისუფლება ინფორმირებულია, რატომ არ მოქმედებს კანონის ფარგლებში და რატომ არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს?
– ეგ კიდევ მეორე უბედურებაა…. ამ ჩამოძინებულ ხელისუფლებას თავისი ლანდის რომ ეშინია, წლები რომ იცოდნენ საიდან ფინანსდებოდნენ, რატომ არ იმოქმედეს? ააა, ახლა დაჭირდათ და თქვეს? ჯერ იძახოდნენ ეგ რა ტელევიზიებია, ჩასარეცხების რეიტინგი აქვთო, დადიოდნენ მათ გადაცემებში და ანგარიშს აბარებდნენ, ხომ ასეააა? ახლა დასჭირდათ და გაახსენდათ, რომ შავი ფულით გაიცემოდა ვეებერთელა ხელფასები და სხვადასხვა დანიშნულების თანხებიი? მე ნაცებს რომ ვაკრიტიკებ, ამათ კი არ ვეფერები კაცოო?
დიახ, ამათი ბრალია, აქამდე რომ მიიყვანეს საქმე და თუნდაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოთრევის დაბრკოლებაც, „ქართული ოცნების“ დანაშაულია! რააა? მოსთხოვეს უკრაინას ოფიციალურად გადმოგვეცითო და არ გადმოსცეს? ახლა უკრაინის პრეზიდენტი რომ ჩამოდის საქართველოში, აბა, თუ მართლა მტრად მიაჩნიათ ნაცები, დააყენონ ეს საკითხი ზელენსკისთან, აბა, უთხრან თუ დამნაშავის დასჯა მართლა უნდა, მაგრამ იმდენი არაა ჩემი მტერი, ეგ გააკეთონ!
ანდა ამ ნაცებს რომ ურიგებენ თანამდებობებს, ან ეგ არის გამართლებულიი? უბედურება ისაა, რომ ქოციც და ნაციც მთელ რიგ საკითხებში ერთ თამაშს თამაშობენ და ეს უბედური ხალხი კი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის მტრები არიან! კარგით, რააა?! ეს ხელისუფლება, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, ზალკანიანს უკვე გაგზავნილი არ უნდა ჰქონდეს ნოტა ამერიკაში, რასაც მათი ელჩი კადრულობს საქართველოშიი?!
ვინ არის ეს ქალი ციხის ,,ნადზირატელი“ გენერალ გუბერნატორი თუ ვინ, ამდენს რომ აბედვინებენ?! რომელ ქვეყანას უბედავენ ამდენს, რომელს?! ან რა სანქციები უნდა დაუწესოს ამერიკამ საქართველოს, დიდი დიდი 1-2 მოსამართლის დანიშვნაზე იყოს ზეწოლა თორემ, ახლა პირველად ვამბობ, რომელ ქვეყანას უნდა დაუწესოს ამერიკამ სანქციები, იმ საქართველოს, რომლის ტერიტორიაც ასჯერ მეტად სჭირდება ამერიკას, ვიდრე საქართველოს სჭირდება ამერიკაა?
ასეთი უხეში შეცდომები, როგორ უნდა დაუშვას ამოდენა სახელმწიფოს ელჩმა? მათი ასეთი გამოხდომების გამო, ვითომ სანქციების გამო საგარეო ვექტორი რომ შეცვალოს საქართველომ, მერეეე?
ვიმეორებ, ამ მოცემულობაში ამერიკას უფრო ვჭირდებით და ცოტა ცხვირაწეული უნდა ელაპარაკებოდეს საქართველოს ხელისუფლება ამერიკას, მაგრამ ამათ არც თავის დაფასება შეუძლიათ და არც ერთი ადგილი არ აქვთ საამისოდ!
დიდგორობა არ ჩაატაროო, თურქეთის ელჩი რომ გეუბნება, როგორ აბედინებ ამას, როგორ?! ან ევროკავშირის ელჩს რატომ ემონები, როცა პირველი ევროპელი შენ ხარ და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიი? საერთოდ, რაც მეტად გაეფინები ფეხქვეშ ნებისმიერ უტიფარს, მეტად შეგახოცებს ფეხსაცმელს, ეს აქსიომაა! აბა, გაუბედოს საუდის არაბეთს იგივე, ანდა აზერბაიჯანს, თუნდაც სომხეთს?
ამ გაუბედურებულ საქართველოში რატომ მივეცით ამდენის უფლება, რატოოომ?ახლა გელაპარაკებით და ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე, რატომ დავეცით აქამდე, რატოოომ?
კომენტარები