ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ორი დღის წინ, პირდაპირ პირველად მქონდა შეხება მათთან. ვფიქრობ, ჩემი საქმე არ არის ვინ რისი წევრია, თავისი გადასაწყვეტია, თუმცა როცა დაიწყეს ჩემი ,,გადაბირება“, დავინტერესდი რატომ ხარჯავენ დროს და ენერგიას მსგავს საქმიანობაში.
ყველაფერი კი ასე დაიწყო…. ,,გლაზოკში“ რომ გავიხედე, ორი ქალბატონი იდგა კარებთან, ძალიან სანდომიანი ხმით მთხოვეს, კარები გამეღო. პირველი რაც ჩემი ყურადღება მიიქცია, შუა ხნის ქალბატონების ჩაცმულობა იყო. მათი ტანსაცმელი სავარაუდოდ შეძენილი იყო მე-20 საუკუნის, 80-იან წლების სოციალუსტურ ქვეყნებში – ბულგარეთში, რუმინეთში ან უნგრეთში… არ არის გამორიცხული გდრ-შიც, არაგამაღიზიანებლად გახუნებისკენ იყო წასული. თვალსწინ დამიდგა ამავე პერიოდში გამომავალი ჟურნალი ,,საქართველოს ქალის“ გარეკანი. ეს დრო, ჩემი ბედნიერი ბავშვობაა და უფრო ადამიანურ გრძნობებს და მოგონებებს უკავშირდება, მიუხედავად კომუნისტური ბოროტი, მახინჯი წყობისა, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მახსენებს და მაინც მიყვარს, ამიტომ ძალიან მომეწონენ ეს ქალბატონები, რაღაცნაირად სითბო ვიგრძენი….
გამოკითხვას ვატარებთ და თუ შეიძლება კითხვას დაგისმევთო – ეს იყო პირველი რაც გამარჯობის მერე მითხრეს. მე არასოდეს არსად მიმიღია გამოკითხვაში მონაწილეობა, ამიტომ დამაინტერესა და დავთანმხმდი…. რას ფიქრობთ რისი ბრალია საქართველოში გახშირებული ოჯახურ ძალადობებიო – მკითხეს….. აი აქ შეცდნენ, რომ დავიწყე ვეღარ გამაჩერეს… ძალიან ბევრი ვილაპარაკე..:))) გაკვირვებულები მიყურებდნენ და მისმენდნენ, რომ მიხვდნენ ასე მარტივად არ გავჩუმდებოდი, უცბად, ერთ-ერთმა ტელეფონი გამომიწოდა და მთხოვა ერთი აბზაცი წამეკითხა… მეც როგორც იქნა მივხვდი, რომ იაღოველები იყვნენ.
გავუღიმე, რაც შემეძლო თბილი სახე მივიღე და ვუთხარი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ არჩევანს, მაგრამ მე არ ვაღიარებ იეღოვას და არც ვაპირებ მომავალში ცვლილებები შევიტანო ჩემს მართლმადიდებლობაში. ვუთხარი რომ მწამს ჩემი რელიგია, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში თუ საპატრიარქოში ბევრი პრობლემაა და ამას ყველაზე კარგად ვხედავ, მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი რელიგია, მაგრამ შორს ვარ ფანატიზმიდან და არაჯანსაღი გამოვლინებისგან. იქვე ვუსურვე, მათაც ისე უყვარდეთ თავისი ღმერთი, როგორც მე ჩემი.
სახეზე ეტყობოდათ რომ ელოდნენ როდის დავიწყებდი აგრესიის გამოვლინებას, გინებას, ლანძღვას…. სულ უფრო და უფრო გაკვირვებულები რჩებოდნენ რომ სითბოს ვიჩენდი. თავიდან ხელში მაჩეჩებდნენ რაღარ ლიტერატურას, ცოტა ხანში მიხვდნენ რომ ასე არ შეიძლება და არ ვარგა…. ვუთხარი რომ კი ბატონო, მომეცით თქვენი წიგნი, მაგრამ მაშინ მეც მოგცემთ ჩემს ბიბლიას და კარგად წაეკითხათ…. აქ საბოლოოს მოეშვნენ… გამიღიმეს, უარი თქვეს ჩემს შეთავაზებაზე… ყავაც შევთავაზე…. ამაზეც უარი მითხრეს…
ბოლოს მე ვკითხე – რატომ გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრები…. არ მითხრეს, არც მე დავაძალე… ძალიან დიდი მადლობა მითხრეს იმისათვის, რომ არ ვეჩხუბე, თავში არ ვესროლე წიგნები და კიბეზე დაეშვნენ…. აშკარად დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ მეზობლებთან აღარ დააკაკუნეს.
ჯერ კიდევ სადარბაზოდან არ იყვნენ გასულები, კიდევ ერთხელ მივაძახე რომ ადამიანის შეფასებისას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რისი წევრი იქნება…. უბრალოდ მეც მინდა ჩემს ღმერთსაც პატივი სცენ…. იმათაც მომაძახეს – მართალი ხარო….
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებდით ერმთანეთის შეხედულებებს, მეგობრული, თბილისი ურთიერთკავშირი დამყარდა – ეს იყო ბოლო გრძნობა, რომელიც დამრჩა, იმედია მათაც…”
კომენტარები