პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი:
“ვაქსერებსაც და ანტივაქსერებსაც ერთი და იგივე მიზანი და ფასეულობა აქვთ და ამოძრავებთ – “ჯანმრთელობა”, მეტი არაფერი.
უბრალოდ ვაქსერისთვის ვაქცინაციაა ამ ამოცანის ამოხსნა.
ანტივაქსერისთვის – ვაქცინაზე უარის თქმა.
ერთი იცრება კონკრეტული შიშების გამო, მეორე უარს ამბობს აცრაზე სხვა, კონკრეტული შიშების გამო. შესაბამისად ორივე მოქმედებს იმ შიშიდან გამომდინარე, რაც აქვს და აქ “ნუ გეშინია” არ არის გამოსავალი.
მეტი ობიექტური ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რაც მთავარია სანდო წყაროდან, რომ ადამიანმა არა მხოლოდ გაიგოს საკითხი, არამედ გაიზიაროს კიდეც. სულ ეგაა და რაც მთავარია არჩევანის გაკეთების საშუალება ისევ თავად უნდა დავუტოვოთ ადამიანს.
მთავარია გვესმოდეს, რომ ორივე მხარეს ერთი და იგივე ფასეულობა აქვს და ბნელის ანდა დაჩიპულის ერთმანეთისთვის ძახილის ადგილი აქ და ახლა არაა.
ძალით და ხათრით არავინ აიცრება და არც უარს იტყვის აცრაზე, იმიტომ, რომ ყველას საერთო მიზანი – “ვიყო ჯანმრთელი” ამოძრავებს.
სერიიდან – რაღაცა აცრა (არ)გევიკეთეთ ხუთმა კაცმა და ….”
კომენტარები