იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი, თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ წერილს აქვეყნებს, რომელსაც, მისივე თქმით, 13 წლის უცნობი მოზარდი წერს.
თემურ მიქელაძე:
“ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ (13 წლის მოზარდი)
გამარჯობა ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.
დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ Pfizer-ით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის… თქვენი დიდი იმედი მაქვს. პატივისცემით, მადლობა!”
კომენტარები