“ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვახო სანაია “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და წერს:
“ღარიბაშვილო და წულუკიანო, ორი დღის წინ კინაღამ მანქანით დაეტაკნენ ჟურნალისტებს, როცა რესპონდენტს წერდნენ. დღეს წყალი გადაასხეს კორპუსიდან, როცა რესპონდენტს წერდნენ.
აღარ ჩამოვთვლი, როგორ იქცევით თქვენ, როცა ძალადობრივი მოწოდებებით დაწყებული, მიკროფონის გაგაცებითა და ქუჩაში პლაკატების გაკვრით გაგრძელებული, პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ ყოველდღიურად. დიახ, მკცლელობისკენ – იმიტომ, რომ ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის. კიდევ ვინმეს მოკლავთ, თუ ასე გაგრძელდა.
გამაოგნებელია, რომ ლექსოს მკვლელობა არ გეყოთ. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ვიღაცის შვილები, დედები, მამები, დები და ძმები არიან ! დაფიქრდით, რას აკეთებთ !
კიდევ მოკლავთ ვინმეს !”
კომენტარები