ფოტო – BBC
ინდოეთში 17 წლის გოგო, ნეა ფასვანი ოჯახის წევრებმა ცემით იმიტომ მოკლეს, რომ მას ჯინსები ეცვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გოგონას დედის თქმით, მისი შვილი ბაბუამ და ბიძებმა ჯოხებით სცემეს. მათ ნეას ჩაცმის სტილი არ მოეწონათ.
“როდესაც გოგომ გონება დაკარგა, ბაბუამ და ბიძებმა განაცხადეს, რომ მას საავადმყოფოში წაიყვანდნენ, გოგოს დედას კი, თან გაყოლის უფლება არ მისცეს. შემთხვევიდან მეორე დღეს, თინეიჯერის ცხედარი დასახლებასთან ახლოს, ხიდზე ჩამოკიდებული იპოვეს. ირკვევა, რომ მათ გოგო საავადმყოფოში არც მიუყვანიათ.” – წერს გამოცემა.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
კომენტარები