ჟურნალისტი ბაკურ ბაკურაძე მოძრაობა „ხალხისათვის“ ლიდერის, ანა დოლიძის პოსტს ეხმაურებ და წერს:
„რა თქმა უნდა ამ ქალაქს მერი ჰყავს!
მისი სახელია კახა კალაძე
ქალბატონო!
შემოღობილი რომ არ იყოს აქაურობა, მძიმე ტექნიკა არ იდგეს და სამუშაოების დაწყება არ ეტყობოდეს ამ არემარეს შეკითხვა ადექვატური ნამდვილად იქნებოდა, მაგრამ აი ამ ფოტოს და პოსტს ერთმანეთთან რა კავშირი აქვს?!
წვიმებზე, მთაწმინდის ქედიდან ჩამონადენი მიწისქვეშა და გრუნტის წყლების მოძრაობის ტრაექტორიისა და დროის გამოცნობა შეიტანეთ მერობის კანდიდატების აუცილებელ პირობად გთხოვთ, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების – მილების გამძლეობაში და მათი დაზიანების დროისა და ადგილის ალბათობაში მოსთხოვეთ ყველა კანდიდატს მაგისტრის დიპლომი!
აი ამის შემდეგ დააყენოს ამ მანდილოსანმა საკუთარი კანდიდატურა.
ბაყაყების თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითების წარმდგენი ერთ-ერთი მედია-სახის IQ – ს რომ ემთხვეოდეს თქვენი, ნამდვილად არ დავიღლიდი თავს პასუხით, მაგრამ განათლებული მანდილოსანი ასე რამ გაგავეშათ თვალში ნაცრის შეყრასაც რომ ვეღარ ახერხებთ”
კომენტარები