აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშლის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ანულირებას ეხმიანება და ტვიტერზე წერს:
“19 ივლისს, ბათუმში საქართველომ „ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ერთგულების” პირობა დადო.
უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?”
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
კომენტარები