ინტერნეტპლატფორმა Jobs.ge-მ, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების შესახებ, უარი თქვა გამოექვეყნებინა “ალტ-ინფოს” ვაკანსია.
ამის შესახებ Jobs.ge-ს დამფუძნებელი ლექსო ხუბულავა საკუთარ ფეისბუკზე წერს.
მან ასევე გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც “ალტ-ინფოს” ვაკანსიის გამოქვეყნების თხოვნაზე მისწერა.
„გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს“ – წერია წერილში
კომენტარები